О компании

შპს "ეკოფრე"

 ისტორია და დღევანდელი მდგომარეობა.

 

 2007 წელს ინჟინერთა ჯგუფმა გადაწყვიტა ჩემდინარე წყლების გაწნებდის ბიზნესის განვითარება საქართველოში. ამისათვის, მათ ჩამოაყალიბეს კომპანია "სამშენებლო სისტემები" და დაიწყეს ჩამდინარე წყლების გამწმენდების მონტაჟი და მომსახურება. ერთერთი პირველი გამწმენდი სადგური იყო თბილისთან ახლოს კოტეჯური ტიპის დასახლება "წავკისის ველის" ჩამდინარე წყლის გამწმენდი, რომელიც დღესაც მუშაობს და მას ჩვენ ვემსახურებით.

2012    წელს  გადაწყდა სასმელი წყლის მომზადებისა და გამწმენდი სისტემების აწყობა და მომსახურების დაწყება. ამისათვის, დაფუძნდა შპს "ეკოფრე", რომელიც შექმნილია ყველა სისტემების აწყობა-მონტაჟისათვის, რაც წყლისა და ჩამდინარე წყლების გაწმენდას ემსახურება. კომპანია "სამშენებლო სისტემები" ძირითადა უკვე აწყობილ და მომუშავე სისტემებს ემსახურება.

2012 წლის შემდეგ "ეკოფრე"-მ დაიწყო შემდეგი სისტემების აწყობა, მონტაჟი და მომსახურება: 

  • საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ჩამდინარე წყლის გამწმენდები;
  • უკუოსმოსისა, ულტრაფილტრაციის და სხვა სასმელი წყლის გამწმენდი სისტემები;
  • წყლის სადიზინფექციო ნივთიერებების ადგილზე გენერაციის სისტემები;
  • ქლორგაზით და სხვა დამჟანგველებით წყლის დაქლორვის სადგურები;
  • წყლის სისტემების ავტომატიზაცია, მართვა, დაპროგრამება, SCADA სისტემები;

შპს "ეკოფრე" საქართველოში წარმოადგენს წყლის სისტემებში მომუშავე მთელ რიგ საერთაშორისო კომპანიებს. ასეთებია: TORAY, EBARA, INGE, BIOTAL, FENNO WATER და სხვ.

"ეკოფრე" წარმოადგენს კომპანია Schneider Electric -ის სისტემურ ინტეგრატორს ავტომატიზაციიაში, მართვაში და SCADA სისტემებში.

დღეისათვის კომპანიას საქართველოს მაშტაბით თითქმის ყველა რეგიონში დამონტაჟებული და გაშვებული აქვს 250 ზე მეტი ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდები, მათ შორის :

ფოთის ლტოლვილების უბნისათვის 5500 მ3/დღე-ღამეში წარმადობის, გორის რკინიგზის უბნისათვის 1200 მ3/დღე-ღამეში წარმადობის, თბილისთან , ერთ-ერთ დაცულ ობიექტზე 500 მ3/დღე-ღამეში.

50 -ზე მეტ საავადმყოფოში წარმატებით მუშაობს ჩვენი კომპანიის მიერ დამონტაჟებული გამწმენდები.

ჩვენმა კომპანიამ გაიმარჯვა  „მილენიუმ ჩელენჯის“ პროგრამით ,აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ ტენდერში 2017-2018 წლებში და საქართველოს 60 ზე მეტ სკოლაში ამჟამად მუშაობს ჩვენს მიერ დამონტაჟებული გამწმენდები.

მრავალ ტურისტულ ობიექტზე, მაგ. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო  და საკონცერტო კომპლექსი  შეკვეთილში , პრომეთეს მღვიმე წყალტუბოში, მარტვილის კანიონი, ლოპოტას ტბაზე სასტუმროს კომპლექსი და ა. შ. ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდები, რომლებიც ჩვენი კომპანიის დამონტაჯებული და გაშვებულია.

თითქმის ყველა სასაზღვრო -გამშვებ  პუნქტებში დგას ჩვენი გამწმენდები.

ჩვენი ობიექტების თითქმის უმეტესობას ემსახურება ასევე ჩვენი კომპანია „სამშენებლო სისტემებ.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ,ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ასევე სასმელი წყლის გაწმენდა გაუვნებელყოფის სისტემების აწყობა , გაშვება-გამართვა.

ამ მიმართულებით 100-ზე მეტი ობიექტი გვაქვს გაშვებული საქართველოში. ამ კუთხით გამოვყოფდით, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი მეფრინველეობის საწარმოო „ ბიუ-ბიუ“-ს

(შპს ჩირინა). ამ საწარმოში 10 ზე მეტი, წყლის გაწმენდის, სხვადასხვა  სისტემა(უკუოსმოსის, ულტრაფილტრაციის.... ) გვაქვს გაშვებული.

2019 წლის ბოლოს დავამთავრეთ და გაერთიანებული წყლის კომპანიას ჩავაბარეთ დაბა აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 180 მ3/სთ-ში წარმადობის ულტრაფილტრაციის სისტემა. ამჟამად ვმუშაობთ ქ. ტყიბულის წყლის გამწმენდის ულტრაფილტრაციის სისტემის პროექტზე( 200 მ3/სთ-ში წარმადობის).

საქართველოს 10 ზე მეტი რაიონისათვის გაშვებული გვაქვს სასმელი წყლის გაუსნებოვნების სისტემები, სხვადასვა ტიპის. ამჟამად ვამთავრებთ მზგავსი სისტემების მონტაჟს  ზუგდიდის და აბაშის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში.

ინფორმაციის შეგროვების და დაკვირვების , ასევე ავტომატიზაციის SCADA სისტემები გვაქვს დაპროექტებული, დაპროგრამებული, აწყობილი და დამონტაჯებული სხვადასხვა რაიონების წყალმომარაგების სისტემებისათვის.

დღეს კომპანიაში დასაქმებულია კვალიფიციური ინჟინერთა ჯგუფი და ასევე ზემოთ ჩამოთვლილი გამოცდილება, გვაძლევს იმის თქმის სასუალებას, რომ  წყლის გამწემნდი სისტემებისა და მათი მართვა- ავტომატიზაციის სფეროში ჩვენი კომპანია, ეკოფრა, მზადაა საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი სიდიდის პროექტის განხორციელებისათვის.

 

 

 

Наши партнеры