ზუგდიდის რაიონ, სოფ. ბაშში კალციუმის ჰიპოქლორიტით დაქლორვის სადგური და სოფ. ინგირში ქლორგაზით დაქლორვის სადგური
ქ. ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, სოფ. ბაშსა და სოფ. ინგირში მონტაჟდება თანამედროვე ტიპის ქლორგაზისა და კალციუმის ჰიპოქლორიტის წყლის სადიზინფექციო სისტემები, რომლებიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტით მოთხოვნილი უსაფრხოების მოწყობილობებით, ქლორის ქიმიური განეიტრალების სისტემით, ავტომატური მართვითა და ინტერნეტის მეშვეობით SCADA სისტემებში ჩართვის შესაძლებლობით.