ზღვისპირა სოფელ წვერმაღალაში მოეწყო კალციუმის ჰიპოქლორიდით დაქლორვის სადგური , რომელიც უზრუნველყოფს ურეკი-შეკვეთილის მიდამოებში სასმელ წყალში ქლორის ოპტიმალურ დონეს . სპეციალური ტუმბო-დოზატორებით, ელექტრომაგნიტური ხარჯმზომებით, ინტელექტუალური საწარმოო კონტროლერებით ( Schneider Electric) , ქლორისა და წყლის ცირკულაციის ახალი მეთოდის დახმარებით , სწორი ალგორითმით დაპროგრამებული სამუშაო პროგრამითა და მეგობრული ინტერფეისით შეიქმნა კომპლექსური სისტემა , რომელიც ევროპული სტანდარტის შესაბამისად (98/83/EC) გააუსნებოვნებს წყალს , მოსპობს და ხელს შეუშლის მასში ადამიანებისთვის საშიშ და მავნე მიკრო-ფაუნის გაჩენას.
აღნიშნული სადგურის დაპროექტაბაზე დახარჯულმა დრომ მოგვცა : საექსპულატაციოდ ადვილი , შესანახად იაფი და ინტუიციურად გასაგები სამუშაო გარემო , რომელსაც იოლად აითვისებს იქ მომუშავე პერსონალი .