- 03 დეკემბერი 2024
ქართულ სოფლებსა და ქალაქებს ევროპული სტანდარტის წყალი
2020 წლის დასაწყისში ჩვენი კომპანიის მიერ კურორტ აბასთუმანში წყლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აშენდა და დამონტაჟდა ულტრაფილტრაციული გამწმენდი სისტემა.
ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიჯნისში აშენდა და დამონტაჟდა ულტრაფილტრაციული გამწმენდი სისტემა. გამოყენებული იქნა გერმანული კომპანიის Inge- ს ულტრაფილტრაციის მემბრანები, ხოლო ავტომატიზაცია მიმდინარეობს SCHNEIDER-ELECTRIC -ის კონტროლერის საშუალებით.
ამჟამად კი ქალაქ ტყიბულში მიმდინარეობს ბევრად უფრო მასშტაბური პროექტი, ულტრაფილტრაციული გამწმენდი სისტემა.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებულ ობიექტებზე, მსგავსად სხვა ობიექტებისა, ყოველი სისტემის აწყობა, მონტაჟი, დაპროგრამება და ავტომატიზაცია განხორციელდა ჩვენი კომპანიის მაღალკვალიფიციური ინჟინრების მიერ. მრავალი წლის გამოცდილება, შემუშავებული ალგორითმი და მასში გამოყენებული სისტემურ-ლოგიკური მეთოდოლოგია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი კომპანიის პროფესიონალიზმსა და სანდოობას.