- 05 ნოემბერი 2024
თხევადი ქლორის ჩამოსასხმელი სადგური
პირველად ამიერკავკასიაში! კერძოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარცხანაყანევში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ტონიანი კონტეინერებიდან ცილინდრებში თხევადი ქლორის ჩამოსასხმელი სადგურის მოწყობას.
სპეციალურად, აღნიშნული პროექტისთვის გერმანიიდან გვეწვია კომპანია „GHC Gerling, Holz & Co“ -ის ინჟინრების ჯგუფი. ისინი დაესწრნენ გამშვებ-გასამართ სამუშაოებს, რის შემდეგაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კომპანიის მორიგი წარმატებული პროექტი აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა ევროპულ ნორმას.