- 03 დეკემბერი 2024
მორიგი პროექტი თბილისის მაღალი დონის მშენებარე სასტუმროში !
წარმატებით ხორციელდება ჩვენი კომპანიის მორიგი პროექტი , რომელიც გულისხმობს თბილისში მშენებარე მაღალი დონის სასტუმროში წყლის გაუსნებოვნების სისტემის და წყალში ქლორის შემცველობის ავტომატური დაკვირვების ხელსაწყოს მონტაჟს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს გერმანული კომპანიის (Lutz-Jesco) ქლორის გენერატორის, წყალში ქლორის მზომი ხელსაწყოს და პროპორციული, ზუსტი რეგულირების დოზატორის მონტაჟი. დამატებით ხდება წყლის ნაკადის მაგნიტურ ხარჯმზომის, ავტომატური მართვის ურდულებისა და საცირკულაციო სატუმბი სადგურის მოწყობა. სისტემის ავტომატიზირებული მართვა ხდება Schneider Electric -ის კონტროლერის საშუალებით. მართვის პარამეტერები გადაეცემა სასტუმროში განლაგებულ ერთიან SCADA სისტემას.
სამუშაოების დასრულებისთანავე დეტალური ინფორმაცია პროექტში გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე.