
- 16 აპრილი 2021
ქალაქ წნორში მიმდინარე სამუშაოები
ჩვენი კომპანიის მიერ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე ქალაქ წნორში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო ტუმბობებისა და ჭაბურღილების ავტომატიზირებული მართვა. ამ დროისთვის ჩვენი თანამშრომლები ქალაქ წნორში საბოლოო ეტაპის სამუშაოებს ახორციელებენ, რაც შესაბამისად უმოკლეს დროში აღნიშნული ქალაქის უწყვეტ და უსაფრთხო წყალმომარაგებას გულისხმობს.
დეტალური ინფორმაცია ქალაქი წნორის წყალმომარაგების სისტემის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ ვებ-გვერდზე.