წყლის ულტრაფილტრაციის სისტემის ტექნოლოგიის აღწერა
წარმოდგენილია ზედაპირული წყლიდან სასმელი წყლის მომზადების სისტემა, რომელიც დამყარებულია წყლის გაწმენდის თანამედროვე, მემბრანულ ტექნოლოგიაზე-ულტრაფილტრაციაზე, რომლის მწარმოებელიცაა გერმანული კომპანია Inge AG.
მემბრანული ტექნოლოგიის ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს გაწმენდის მაღალ ხარისხში რეაგენტებისა და დამუშავების დამატებითი სტადიების გარეშე. მემბრანული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა გაიწმინდოს წყალი, სიმღვრივის მაღალი ხარისხით ისე, რომ ფილტრატის ხარისხი არ გაუარესდეს. ამგვარი სისტემების მუშაობისას საჭიროა უმნიშვნელო წნევები , 0.5-1 ბარი, ამიტომ ენერგომოხმარება ძალზედ დაბალია.
ულტრაფილტრაციაზე დამყარებული, სასმელი წყლის მომზადების, ტექნოლოგიური სქემის აღწერა.
ულტრაფილტრაცია ეს არის მემბრანული პროცესი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ სითხე წნევის ქვეშ გაიჟონება ნახევრადგამტარ კედლებში, რის შედეგადაც წარმოიშვება ფილტრატი (გაწმენდილი წყალი) და კონცენტრირებული ხსნარი, ჩაჭერილი ნივთიერებებისგან.
ულტრაფილტრაციული მემბრანებით ჩაიჭირება კოლოიდური და მცირედდისპერსიული მინარევები, წყალმცენარეები, ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები, ბაქტერიები , ვირუსები, ცისტები.
მემბრანის ფილტრაციის ხარისხი (ფორების ზომა) 0.02 მიკრონია.
ულტრაფილტრაციის შემდეგ გაწმენდილი წყალი გროვდება საერთო კოლექტორში და დარჩენილი წნევით მიეწოდება სუფთა წყლის რეზერვუარში ან ქსელში.
დაგროვილი ჭუჭყისგან მემბრანების გასაწმენდად გამოიყენება სუფთა წყლით უკუგამორეცხვა. უკუგამორეცხვა ხორციელდება ტუმბოებით, რომლებიც აწვდიან წყალს სუფთა წყლის რეზერვუარებიდან უკუ სვლით მემბრანის მოდულებში.
ულტრაფილტრაციის თითოეული ბლოკი ირეცხება დამოუკიდებლად.
მემბრანების სადეზინფექციო გაწმენდისათვის და ასევე დაბინძურების უფრო კარგად მოსაშორებლად პერიოდულად ატარებენ უკუგამორეცხვას ქიმიური რეაგენტებით (მჟავით ან ტუტით). ქიმიური გამორეცხვის სიხშირე დგინდება ექსპლუატაციის განმავლობაში. ქიმიური გამორეცხვის ხანგრძლივობაა 40-60 წუთი. ულტრაფილტრაციის მოდულების ქიმიური გამორეცხვა მიმდინარეობს ავტომატურ რეჟიმში.
სისტემა იმართება კონტროლერით, რომელსაც გააჩნია ფერადი, შეხებისადმი მგრძნობიარე ეკრანი.
დანადგარის აწყობისას გამოიყენება შემდეგი ბრენდების კომპონენტები: INGE, AMIAD, EBARA, INJECTA, FIP, UNITRONICS, DYS, EUROTROL, LS და სხვა.