
- 15 ნოემბერი 2025
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარცხანაყანევში თხევადი ქლორის ჩამოსასხმელი სადგური
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, თურქულ კომპანია SMK-სთან ერთად ფარცხანაყანევის სატუმბ სადგურთან ახლოს მიმდინარეობს ქლორის ტონიანი კონტეინერების საწყობის მშენებლობა და ტონიანი კონტეინერებიდან ცილინდრებში ქლორის ჩამოსასხმელი სადგურის მონტაჟი. ჩამოსასხმელი სადგური დამზადებულია გერმანიაში და აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა ევროპულ ნორმას.




